კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 29.10.20261. ვინ ვართ და როდის ვართ დამმუშავებელი
KeepUp არის ტექნიკის მომსახურების მართვის სისტემა (CMMS) ორგანიზაციებისთვის. მომსახურებას აწვდის შპს „ქიფაფ“ (საიდენტიფიკაციო კოდი 445870736, მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. N105, ბინა 60, ბათუმი 6004, საქართველო) - შემდგომში „KeepUp“ ან „ჩვენ“.
ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, როცა თავად ვართ დამმუშავებელი:
- keepup.ge-ის ვიზიტორების მონაცემებს;
- იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც შეთავაზების ფორმას ავსებს ან გვწერს და გვირეკავს;
- KeepUp-ის ანგარიშის მონაცემებს, რომლითაც ადამიანი შედის სისტემაში (ტელეფონის ნომერი, სახელი, პაროლი).
ორგანიზაციის სამუშაო სივრცეში შეტანილ მონაცემებს (განაცხადები, ფოტოები, ხმოვანი ჩანაწერები, კომენტარები, აქტივები, ხარჯები, თანამშრომლების როლები) ამუშავებს კლიენტი ორგანიზაცია, როგორც დამმუშავებელი. KeepUp ამ მონაცემებს ამუშავებს უფლებამოსილი პირის სახით, ორგანიზაციის დავალებით (იხ. მონაცემთა დამუშავების შეთანხმება). ასეთ მონაცემებთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ორგანიზაციას.
2. რა მონაცემებს ვამუშავებთ
- ვებსაიტი: keepup.ge არ იყენებს cookie-ებს და რეკლამას. ვიზიტების დასათვლელად იყენებს Cloudflare Web Analytics-ს: cookie-ების გარეშე, შეჯამებულ სტატისტიკას (ნანახი გვერდები, საიდან მოხვედით, ქვეყანა, ბრაუზერისა და მოწყობილობის სახეობა), რომელიც თქვენ ვერ გამოგიცნობთ და სხვა საიტებზე ვერ მოგყვებათ. როცა ფორმას აგზავნით ან შედიხართ სისტემაში, სერვერის ჟურნალი უსაფრთხოებისთვის მოკლე ვადით ინახავს IP მისამართს, დროს, მისამართს და ბრაუზერის სახეობას.
- შეთავაზების მოთხოვნა: სახელი, ორგანიზაცია, სფერო, ტელეფონი, ქალაქი, ენა და თანხმობის დრო; სურვილისამებრ - ელფოსტა, აქტივების რაოდენობა და შეტყობინება.
- წერილები და ზარები: ის, რასაც თავად გვწერთ info@keepup.ge-ზე ან გვეუბნებით ტელეფონით.
- ანგარიში: ტელეფონის ნომერი, სახელი, პაროლის ჰეში (თავად პაროლს არ ვინახავთ), ენა, ნომრის დადასტურების დრო, შესვლის სესიები და ერთჯერადი SMS კოდების ჰეშები.
- SMS-ის ჟურნალი: დაფარული ნომერი (მაგ. +995 59• ••• •67), გაგზავნის მიზანი და სტატუსი.
პაციენტის მონაცემებს KeepUp არ აგროვებს და მომხმარებლებს ვთხოვთ, ასეთი მონაცემები სისტემაში არ შეიტანონ.
3. რატომ ვამუშავებთ
- შეთავაზების მოსამზადებლად და თქვენთან დასაკავშირებლად;
- სისტემაში შესასვლელად, SMS კოდის გასაგზავნად და ანგარიშის დასაცავად;
- უსაფრთხოებისთვის, შეცდომების გამოსასწორებლად და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად;
- კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
მონაცემებს არ ვყიდით, რეკლამისთვის არ ვიყენებთ და მათზე დაყრდნობით ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ.
4. სამართლებრივი საფუძველი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
- თანხმობა - შეთავაზების ფორმა (თანხმობის მონიშვნა სავალდებულოა; თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ);
- ხელშეკრულების დადება და შესრულება - ანგარიში და სისტემაში შესვლა;
- კანონიერი ინტერესი - უსაფრთხოება, სერვერის ჟურნალი და შეცდომების ანგარიშები;
- კანონისმიერი ვალდებულება - როცა ამას კანონი მოითხოვს.
5. შენახვის ვადა
- შეთავაზების მოთხოვნები: 12 თვე, შემდეგ ავტომატურად იშლება;
- ანგარიშის მონაცემები: სანამ ანგარიში აქტიურია; შესვლის სესია მოქმედებს 30 დღე, SMS კოდი - 5 წუთი;
- მობილური აპის ოფლაინ მოქმედებების ტექნიკური ჩანაწერები: 90 დღე;
- სერვერის ჟურნალი და შეცდომების ანგარიშები: მოკლე ვადით, შემდეგ ავტომატურად იცვლება ახლით;
- სარეზერვო ასლები: 7 დღიური, 4 კვირეული და 6 თვიური ასლი - წაშლილი მონაცემი სარეზერვო ასლებიდანაც ქრება არაუგვიანეს 6 თვეში.
6. ვის ვუზიარებთ
მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ მომწოდებლებს, რომლებიც მომსახურების მისაწოდებლად ჩვენი დავალებით მუშაობენ:
- Hetzner Online GmbH - სერვერები და სარეზერვო ასლები (გერმანია, ფინეთი - ევროკავშირი); სარეზერვო ასლები დაშიფრულია ჩვენი გასაღებით;
- Cloudflare, Inc. - დომენის DNS, info@keepup.ge-ზე მოსული წერილების გადამისამართება და keepup.ge-ის ვიზიტების შეჯამებული სტატისტიკა cookie-ების გარეშე (Cloudflare Web Analytics);
- uBill (საქართველო) - SMS-ის გაგზავნა;
- Functional Software, Inc. (Sentry) - შეცდომების ანგარიშები, ევროკავშირის რეგიონი; ტელეფონის ნომრები, კოდები და ტოკენები გაგზავნამდე იშლება;
- Google (Firebase Cloud Messaging), Apple (APNs) და ბრაუზერების push სერვისები - შეტყობინებები აპსა და ბრაუზერში; შეტყობინებაში არ არის აღწერა, კომენტარი ან განმცხადებლის ტექსტი;
- Let's Encrypt - TLS სერტიფიკატები (მხოლოდ დომენის სახელები);
- Backblaze, Inc. (თუ ჩართულია) - მეორე დაშიფრული სარეზერვო ასლი (ევროკავშირი);
- AI სერვისის მიმწოდებელი (ამჟამად Anthropic, PBC, აშშ) - მხოლოდ იმ ორგანიზაციაში, სადაც ადმინმა AI რჩევა ჩართო. მას ეგზავნება ტექნიკისა და განაცხადის ტექსტი, საიდანაც წინასწარ იშლება ტელეფონები, ელფოსტა, პირადი ნომრები და ადამიანების სახელები; ფოტოები და ხმოვანი ჩანაწერები არ იგზავნება; მონაცემები მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენება.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გარანტიებით (მონაცემთა დაცვის ხელშეკრულება). სახელმწიფო ორგანოს მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
7. თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით თქვენ შეგიძლიათ:
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ და მათი ასლი;
- მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება;
- მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა (დაბლოკვა); როგორ წაშალოთ ანგარიში: ანგარიშის წაშლა;
- მიიღოთ მონაცემები სტრუქტურირებული ფორმით;
- ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა;
- საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (personaldata.ge).
მოთხოვნას ვპასუხობთ კანონით დადგენილ ვადაში. თუ მოთხოვნა ეხება ორგანიზაციის სამუშაო სივრცის მონაცემებს (მაგ. თქვენ მიერ დაწერილ კომენტარს), მას გადავუგზავნით ამ ორგანიზაციას და დავეხმარებით მის შესრულებაში.
8. ცვლილებები
ამ პოლიტიკის შეცვლისას განვაახლებთ თარიღს გვერდის თავში. არსებით ცვლილებებს კლიენტ ორგანიზაციებს წინასწარ ვაცნობებთ.
9. კონტაქტი
ელფოსტა: info@keepup.ge
ტელეფონი: +995 599 06 60 05 (ორშ-პარ 10:00-19:00)
მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. N105, ბინა 60, ბათუმი 6004, საქართველო