ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი

რა არის KeepUp?

ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემა: QR განაცხადი, ტექნიკოსის მობილური აპი, მენეჯერის დაშბორდი, გეგმიური მომსახურება და ყოველთვიური რეპორტები.

ვისთვის არის?

კლინიკებისა და საავადმყოფოებისთვის, სასტუმროებისთვის, ბიზნეს-ცენტრებისა და ოფისებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსებისთვის, რესტორნებისა და საწარმოებისთვის - ყველგან, სადაც ტექნიკის გაჩერება ფული ჯდება.

როგორ დავიწყოთ?

დაგვიკავშირდით - დავაზუსტებთ აქტივების რაოდენობას და ფილიალებს, მოგიმზადებთ შეთავაზებას და შევათანხმებთ დანერგვის თარიღს.

დანერგვა

რამდენ ხანში დავიწყებთ მუშაობას?

ჩვეულებრივ რამდენიმე დღეში - დამოკიდებულია აქტივების რაოდენობაზე. სავარაუდო ვადა: [1-2 კვირა].

შეიძლება აქტივების იმპორტი Excel-იდან?

დიახ. ატვირთეთ არსებული სია - KeepUp შექმნის აქტივებს, ლოკაციებს და კატეგორიებს. საჭიროებისას ამას ჩვენი გუნდი გააკეთებს.

დანერგვა და ტრენინგი როგორ ხდება?

დანერგვა ერთჯერადი ფასიანი მომსახურებაა: აქტივების აღწერა, QR სტიკერების დაკვრა და ტრენინგი ადგილზე ტექნიკოსებისთვის, მენეჯერებისა და ადმინისთვის.

გამოყენება

თანამშრომლებს აპი სჭირდებათ?

განაცხადის გასაგზავნად - არა, საკმარისია ტელეფონის კამერა და QR. აპი სჭირდება მხოლოდ ტექნიკოსებს; მენეჯერს შეუძლია ვებით ან აპით.

რა ხდება, თუ ინტერნეტი არ არის?

ტექნიკოსის აპი მუშაობს ოფლაინ: მონაცემები ქეშშია, მოქმედებები რიგში დგება და კავშირის აღდგენისას ავტომატურად იგზავნება.

რამდენიმე ფილიალი გვაქვს. როგორ მუშაობს?

ერთი კომპანია = ერთი KeepUp სამუშაო ადგილი. ფილიალები ემატება ლოკაციებად: შენობა → სართული → ოთახი. დირექტორი ხედავს ყველა ფილიალს ერთად და ფილტრავს ფილიალის მიხედვით.

ფასები და გადახდა

როგორ ხდება გადახდა?

ინვოისით ლარში, საბანკო გადარიცხვით. თვიური ან წლიური გადახდა; დანერგვა - ერთჯერადი ინვოისით.

SMS ფასში შედის?

დიახ. SMS და push შეტყობინებები ფასში შედის, სამართლიანი გამოყენების ფარგლებში. თვის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ შეტყობინებები push-ით გაგრძელდება, დამატებითი თანხის გარეშე.

უსაფრთხოება და მონაცემები

სად ინახება მონაცემები?

EU-ს დატა ცენტრებში. კავშირი დაშიფრულია, ორგანიზაციები ერთმანეთისგან სრულად იზოლირებულია.

პაციენტის მონაცემებს ინახავთ?

არა. KeepUp ამუშავებს მხოლოდ ტექნიკისა და თანამშრომლების მონაცემებს. განაცხადში პაციენტის მონაცემების შეყვანა არ არის საჭირო.

ვის შეუძლია ჩვენი მონაცემების ნახვა?

მხოლოდ თქვენს თანამშრომლებს როლის მიხედვით.

პასუხი ვერ იპოვეთ?მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ - სამუშაო საათებში გიპასუხებთ.
კონტაქტი