ანგარიშის წაშლა
ბოლო განახლება: 29.10.20261. ვის ეხება
KeepUp-ის ანგარიში არის ტელეფონის ნომერი, რომლითაც შედიხართ აპლიკაციაში ან ვებში. ანგარიშს ქმნის ორგანიზაციის ადმინისტრატორი, როცა სამუშაო სივრცეში მოგიწვევთ. ერთი ანგარიშით შეიძლება რამდენიმე ორგანიზაციაში მუშაობდეთ.
აპლიკაციაში ეს გვერდი იხსნება აქედან: პროფილი › „ანგარიშის წაშლის მოთხოვნა“.
2. როგორ მოითხოვოთ
- მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში წვდომის შეწყვეტა: მიმართეთ ამ ორგანიზაციის ადმინისტრატორს. ის გამორთავს თქვენს წვდომას (პარამეტრები › მომხმარებლები). სხვა ორგანიზაციებში ანგარიში უცვლელი რჩება.
- მთლიანი ანგარიშის წაშლა: მოგვწერეთ info@keepup.ge ან დაგვირეკეთ +995 599 06 60 05 (ორშ-პარ 10:00-19:00) და მიუთითეთ ტელეფონის ნომერი, რომლითაც შედიხართ. სხვისი ანგარიში რომ არ წაიშალოს, ჯერ ვამოწმებთ, რომ მოთხოვნა ამ ნომრის მფლობელისგან მოდის: ამ ნომერზე გამოგიგზავნით SMS კოდს, ან ვადასტურებთ თქვენი ორგანიზაციის ადმინისტრატორთან.
დადასტურების შემდეგ ანგარიშს ვშლით 30 დღის განმავლობაში და შედეგს გატყობინებთ.
3. რა იშლება
- თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, პაროლი, ელ-ფოსტა (თუ იყო) და ნომრის დადასტურების ჩანაწერი;
- ყველა შესვლის სესია, ყველა ორგანიზაციაში; აპლიკაციის შეტყობინებების ტოკენები და ბრაუზერის push გამოწერები;
- წვდომა ყველა ორგანიზაციაში (წევრობა ითიშება) და გაუგზავნელი მოწვევები;
- ერთჯერადი SMS კოდები;
- ამ ნომრიდან keepup.ge-ზე გამოგზავნილი შეთავაზების მოთხოვნები.
ამის შემდეგ ამ ანგარიშით შესვლა შეუძლებელია, ხოლო ნომრით ახალი ანგარიშის შექმნა შესაძლებელია.
4. რა რჩება და რამდენ ხანს
- ორგანიზაციის სამუშაოების ისტორია: განაცხადები, რომლებიც შეატყობინეთ ან შეასრულეთ, სტატუსის ცვლილებები, კომენტარები, ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები, რომლებიც სამუშაოს დაურთეთ, ჩეკლისტის პასუხები და ხარჯები რჩება ორგანიზაციასთან, როგორც მისი მომსახურებისა და ინსპექციის ჩანაწერი. თქვენი სახელის ნაცვლად ჩანს „წაშლილი მომხმარებელი“. ამ მონაცემებს აკონტროლებს ორგანიზაცია: თუ გსურთ, რომ წაიშალოს კომენტარის ტექსტი, ფოტო ან ის სახელი, რომელიც თქვენ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში ჩაიწერა, მიმართეთ ორგანიზაციას - ჩვენ დავეხმარებით;
- SMS-ების ჟურნალი: მხოლოდ დაფარული ნომრით (მაგ. +995 59• ••• •67), სახელის გარეშე;
- აპლიკაციის ოფლაინ მოქმედებების ტექნიკური ჩანაწერები: 90 დღე;
- სერვერის ჟურნალი და შეცდომების ანგარიშები: მოკლე ვადით, შემდეგ ავტომატურად იცვლება;
- სარეზერვო ასლები: წაშლილი მონაცემები სარეზერვო ასლებიდან ქრება არაუგვიანეს 6 თვისა;
- ჩანაწერი, რომ ანგარიში წაიშალა და როდის - სახელისა და ნომრის გარეშე.
5. კონტაქტი
ელ-ფოსტა: info@keepup.ge
ტელეფონი: +995 599 06 60 05 (ორშ-პარ 10:00-19:00)