პროდუქტი

ყველაფერი, რაც ტექნიკის მომსახურებას სჭირდება - ერთ სისტემაში

QR განაცხადიდან ყოველთვიურ რეპორტამდე. მობილური აპი ტექნიკოსისთვის, ვები მენეჯერისთვის, PDF დირექტორისთვის.

01

QR განაცხადი რეგისტრაციის გარეშე

ყველა აპარატს აქვს QR სტიკერი. ექთანი, დიასახლისი ან ოპერატორი ასკანერებს ტელეფონის კამერით და აგზავნის განაცხადს - აპის ჩამოტვირთვისა და პაროლის გარეშე.

  • აპარატი და ლოკაცია ავტომატურად ივსება
  • ფოტო და ხმოვანი შეტყობინება ტექსტის ნაცვლად
  • თუ განაცხადი უკვე ღიაა, ჩანს მისი სტატუსი
საჯარო QR განაცხადის ფორმა
02

ტექნიკოსის მობილური აპი

ტექნიკოსი ხედავს თავის დავალებებს, აპარატის ისტორიას და ასრულებს სამუშაოს ერთი ხელით. აპი მუშაობს ოფლაინაც - მოქმედებები რიგში დგება და კავშირისას იგზავნება.

  • ოფლაინ რეჟიმი სარდაფებსა და ტექნიკურ ოთახებში
  • ფოტო „მანამდე / შემდეგ“ და რა გაკეთდა
  • „აპარატი ახლა“: მუშაობს / არ მუშაობს
ტექნიკოსის აპი: სამუშაოს დასრულება
03

მენეჯერის დაშბორდი რეალურ დროში

ყველა ღია განაცხადი, პრიორიტეტი, ვინ მუშაობს და რამდენ ხანს - ერთ ეკრანზე. მინიჭება, ფილტრები და ისტორია ვებიდან და მობილურიდან.

  • KPI: რეაგირების და შეკეთების დრო
  • განაცხადის მინიჭება ორ დაწკაპუნებაში
  • აქტივების სრული ისტორია
მენეჯერის დაშბორდი
04

კრიტიკული ტექნიკის ხელმისაწვდომობა და მოცდენა

მონიშნეთ კრიტიკული აპარატები და KeepUp აჩვენებს, რამდენ ხანს იყო თითოეული გაჩერებული. მოცდენა ითვლება განაცხადიდან „აპარატი მუშაობს“ დადასტურებამდე.

  • ხელმისაწვდომობა % თითო აპარატზე და კატეგორიაზე
  • მოცდენის ხელით კორექტირება მიზეზით
  • ტენდენციები თვეების მიხედვით
მოცდენა და ხელმისაწვდომობა მობილურში
05

გეგმიური მომსახურება და ჩეკლისტები

დაგეგმეთ სერვისი ყოველ კვირა, თვე ან კვარტალი. ტექნიკოსი იღებს დავალებას ჩეკლისტით და ტოვებს შენიშვნას თითო პუნქტზე.

  • განმეორებადი გრაფიკი თითო აპარატზე
  • ჩეკლისტი: დიახ/არა, რიცხვი, ტექსტი და ფოტო
  • ვადაგადაცილებული სერვისის შეტყობინება
გეგმიური სამუშაოს ჩეკლისტი
06

ყოველთვიური PDF რეპორტი დირექტორისთვის

თვის დასრულებისას დირექტორისთვის მზადდება მოკლე, გასაგები რეპორტი: რამდენი განაცხადი, რა სისწრაფით დაიხურა, რომელი ტექნიკა ჩერდება ყველაზე ხშირად.

  • ოფიციალური ვერსია ყოველი თვის 1-ში, ავტომატურად
  • ინსპექციისთვის მზა სერვისის ისტორია
  • PDF ჩამოტვირთვა ვებიდან და აპიდან
ყოველთვიური რეპორტი მობილურში
07

SMS და push შეტყობინებები

Push მთავარი არხია და პირველი მიდის. SMS სარეზერვოა: მიდის, როცა push ადამიანამდე ვერ აღწევს, ან ესკალაციისას - მენეჯერს. ადმინი თითო პრიორიტეტზე ირჩევს: მხოლოდ სარეზერვოდ, ყოველთვის ან არასდროს.

  • წესები პრიორიტეტისა და როლის მიხედვით
  • SMS-ის თვიური მოხმარება და ლიმიტი
  • SMS კოდით შესვლა და აღდგენა
Push · KeepUpახლაზღვისპირა · ახალი განაცხადი #1042ულტრაბგერა Mindray DC-70 · მაღალი
SMS · KeepUp1 წთზღვისპირა: ახალი განაცხადი #1041 (კრიტიკული) - zgvispira.keepup.ge/w/1041
წესი · ადმინიკრიტიკული → push ყველას, SMS სარეზერვოდ
08

რამდენიმე ფილიალი - ერთ სამუშაო ადგილში

ერთი კომპანია = ერთი KeepUp სამუშაო ადგილი ({slug}.keepup.ge). ფილიალები ემატება ლოკაციებად - შენობა → სართული → ოთახი. დირექტორი ხედავს ყველა ფილიალს ერთად და ფილტრავს ფილიალის მიხედვით.

  • ლოკაციების ხე: შენობა → სართული → ოთახი
  • განაცხადების ფილტრი ფილიალისა და ლოკაციის მიხედვით
  • ყველა კატეგორიას ჰყავს თავისი ტექნიკოსი
ლოკაციების ხე მობილურში
09

აქტივების იმპორტი Excel-იდან და QR ეტიკეტების ბეჭდვა

ატვირთეთ არსებული სია Excel-იდან - KeepUp შექმნის აქტივებს, ლოკაციებს და კატეგორიებს. შემდეგ დაბეჭდეთ QR ეტიკეტები სტანდარტულ ფურცელზე.

  • სვეტების ავტომატური ამოცნობა
  • ეტიკეტები A4 ფურცელზე, რამდენიმე ზომით
  • დანერგვისას ამას ჩვენი გუნდი აკეთებს
10

როლები: ტექნიკოსი, მენეჯერი, ადმინი, დირექტორი

თითოეული ხედავს მხოლოდ იმას, რაც სჭირდება. დირექტორს აქვს სრული ხედვა ცვლილების უფლების გარეშე.

  • როლი ინიშნება თითო სამუშაო ადგილზე
  • მოწვევა და დეაქტივაცია ადმინიდან
  • სამუშაოს ყოველი ნაბიჯი ისტორიაში
ტექნიკოსიდავალებები, შესრულება, ოფლაინ რეჟიმი
მენეჯერიმინიჭება, KPI, გეგმიური, რეპორტები
ადმინიმომხმარებლები, ლოკაციები, SMS წესები
დირექტორისრული ხედვა, მხოლოდ წაკითხვა

მობილური აპლიკაცია - მალე App Store-სა და Google Play-ზე

Download on theApp StoreმალეGet it onGoogle Playმალე
შეთავაზების მიღება